Aa
Aa

კანკავამ "რეიმსი" დატოვა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ფრანგული „რეიმსის“ რიგები დატოვა.

„რეიმსის“ განცხადებაში წერია, რომ კანკავასა და კლუბის სამომავლო გეგმები ერთმანეთს არ ემთხვევა და მხარეებმა თანამშრომლობის შეწყვეტა გადაწყვიტეს.

ქართველ შუახაზელს ფრანგული ლიგა 2-ის გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდა და მან „სტად აუგუსტინ დელანი“ ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დატოვა. 

31 წლის კანკავა ამიერიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს.

ჯაბა კანკავა „რეიმსის“ შემადგენლობაში 2015 წელს უკრაინული „დნიპროდან“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები