ვარლამ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა!
Aa
Aa

ვარლამ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა!

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დღეს დასრულებულ ევროპის ღია ტურნირზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი ჩემპიონი გახდა. 81 კილოგრამში კი, ნუგზარ ტატალაშვილი ვერცხლს დასჯერდა.

ლიპარტელიანმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და რუს ალექსეი კაზაჩკოვს ვაზარით მოუგო. ფინალში კი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ჰოლანდიელ მიხაელ კორელს მეორე დამატებულ წუთზე იპონით სძლია.

ცხელი ამბები