Aa
Aa

"ბარსას" ვარსკვლავი "ლივერპულში" და კოუტინიო "ბარსაში"?..

როგორც ბრიტანული პრესა წერს, "ბარსელონა" ფილიპე კოუტინიოს შეძენის იმედს არ კარგავს და მისი ტრანსფერისთვის ახალ წინადადებას ამზადებს.

კატალონიელები აპირებენ, რომ "ლივერპულს" სოლიდურ თანხასთან ერთად თავიანთი თურქი ნახევარმცველი არდა თურანი შესთავაზონ, რომლის შეძენაც "ლივერსა" და "არსენალს" დიდი ხანია სურთ.

Daily Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ხელმძღვანელები ამ შეთავაზებას იმ შემთხვევაში გააკეთებენ, თუკი ნეიმარი მათ გუნდს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას "ბლაუგრანამ" "ლიევრპულს" თავისი ლიდერის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა მისგან მტკიცე უარი მიიღო. იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ კოუტინიო არცერთ ვარიანტში არ გაიყიდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები