Aa
Aa

რიჩარლისონის ევროპული ვარიანტები

ბრაზილიური „ფლუმინენსეს“ ტალანტ რიჩარლისონს რამდენიმე ევროპული გრანდი აკვირდება.

რიჩარლისონი, რომელიც ამპლუით შემტევი ნახევარმცველია და მეტწილად ვინგერად თამაშობს, „ჩელსის“, „მანჩესტერის“, „მილანისა“ და „სამპდორიას“ დაკვირვების ობიექტია.

როგორც სააგენტო Goal.com-ი წერს, 20 წლის ბრაზილიელის შეძენის ყველაზე დიდი შანსი „ჩელსის“ აქვს.

აღსანიშნავია, რომ რიჩარლისონს ამსტერდამის „აიაქსთან“ 5 წლიანი კონტრაქტი შეთანხმებული ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ რაც მას „ჩელსიდან“ დაუკავშირდნენ, „აიაქსში“ გადასვლა ბუნდოვანი გახდა.

რიჩარლისონს ბრაზილიის სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში 16 თამაშში 7 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები