Aa
Aa

"მანჩესტერს" ვიდალიც უნდა

Daily Star-ის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიუნხენის „ბაიერნის“ საყრდენის არტურო ვიდალის ტრანსფერზე იმუშავებს.

ჟოზე მოურინიოს ნახევარდაცვის შუახაზის გაძლიერება აუცილებელ საჭიროებად მიაჩნია და საამისო ვარიანტებად ერიკ დაიერი, ნემანია მატიჩი და სწორედ არტურო ვიდალი ჰყავს.

„წითელი ეშმაკები“ მატიჩის დამატებასთან ერთ ნაბიჯში იყვნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ „ჩელსის“ რომელუ ლუკაკუ ცხვირწინ ააცალეს, „ლურჯებმა“ მანჩესტერელებისთვის ფეხბურთელის მიყიდვა გადაიფიქრეს.

გამოცემა ასევე წერს, რომ გარდა დაცვითი ტიპის საყრდენისა, მოურინიოს სურვილი კიდევ ერთი თავდამსხმელის შეძენაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები