Aa
Aa

თუ ნეიმარი წავა...

ესპანური პრესის ინფორმაციით, ნეიმარის წასვლის შემთხვევაში, „ბარსა“ ფილიპე კოუტინიოსა და პაულო დიბალას შეძენას ეცდება.

კატალონიელები დიბალას ტრანსფერში ლიონელ მესის ჩართვას აპირებენ, რომელიც თანამემამულეს პირადად დაუკავშირდება და „ნოუ კამპზე“ გადასვლაზე დაელაპარაკება.

რაც შეეხება კოუტინიოს, „ბარსელონამ“ წინა კვირას „ლივერპულს“ 80 მილიონიანი შეთავაზება გადაუგზავნა, თუმცა „ლივერმა“ მტკიცედ გამოაცხადა, რომ ბრაზილიელ ლიდერს არცერთ შემთხვევაში არ გაყიდის.

ამ ტრანსფერის წინა პლანზე წამოწევა მაინც მოსალოდნელია, რადგან ნეიმარის შესაძლო გარიგებიდან შემოსული უდიდესი ფინანსური რესურსით, „ბარსა“ კოუტინიოს სატრანსფერო შეთავაზებას კიდევ უფრო გაზრდის. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები