Aa
Aa

მენდი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი ხდება

„მანჩესტერ სიტი“ სულ მალე კიდევ ერთ ტრანსფერს გააოფიციალურებს.

„მონაკოს“ მარცხენა მცველი ბენჟამინ მენდი „ქალაქელებს“ ლოს-ანჯელესში შეუერთდა, სადაც გვარდიოლას გუნდი შეკრებას გადის.

23 წლის მენდიმ გუშინ „ტვიტერზე“ აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც წარწერის სახით აწერია, რომ შემდეგი გაჩერება ლოს-ანჯელესია.

გავრცელებული ცნობებით, მანჩესტერელებს მენდის ტრანსფერი 51 მილიონი ფუნტი დაუჯდათ, რითაც ფეხბურთელი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდება.

შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ ამ ზაფხულს „მონაკოდან“ კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი ბერნარდო სილვა შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები