Aa
Aa

"რომას" მაჰრეზი ეძვირა და ნასრიზე გადაერთო

რომამ“ რიად მაჰრეზის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დროებით შეაჩერა.

Corriere della Sera-ს ცნობით, „ჯალოროსის“ „ლესტერის“ მიერ მოთხოვნილი 40 მილიონი ევრო ეძვირება და ამის გამო, სხვა ვარიანტზე გადაერთო.

რომაელთა ხელმძღვანელობა „სიტის“ ფრანგი შემტევის სამირ ნასრის აგენტს დაეკონტაქტა და შესაძლო ტრანსფერზე ესაუბრა.

როგორც აგენტი ამბობს, ნასრის „რომას“ ახალი პროექტი საინტერესოდ ეჩვენება და მზადაა, კლუბთან სატრანსფერო მოლაპარაკებებიც წამოიწყოს.

თავის მხრივ, „სიტის“ რომ 30 წლის ფეხბურთელი არ სჭირდება, ეს დიდი ხანია ვიცით. ფრანგმა გასული სეზონის განათხოვრების წესით „სევილიაში“ გაატარა.

აქვე დავამატოთ, რომ „რომამ“ ალექსანდრ კოლაროვის „სიტიდან“ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები