ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მეკარე გარდაიცვალა
Aa
Aa

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მეკარე გარდაიცვალა

ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში ამ ქვეყნის 1982 წლის ფორმაციის ნაკრები ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა.

გუშინ ამ გუნდმა კიდევ ერთი წევრი დაკარგა - 66 წლის ასაკში ვალდირ პერესი გულის შეტევით გარდაიცვალა. მას გულის შეტევა ოჯახთან ერთად სადილობისას დაემართა.

პერესი "სელესაოს" რიგებში 1975-1982 წლებში თამაშობდა. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი, სადაც ბრაზილია აღიარებული ფავორიტი გახლდათ, ვალდირმა ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა.

იმ ფორმაციის ბრაზილიის ნაკრებს, ვალდირ პერესის სახით, უკვე მეორე წევრი გამოაკლდა. 2011 წელს, 57 წლის ასაკში, სოკრატესი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები