Aa
Aa

Sport: "პსჟ"-მ ნეიმარის კონტრაქტი უკვე შეადგინა!

კატალონიური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, "პსჟ"-ს ნეიმარის კონტრაქტი უკვე შედგენილი აქვს, რომელსაც მხოლოდ ხელმოწერების დასმა აკლია.

როგორც იწკვევა, ფრანგული კლუბის გენერალური დირექტორი ჟან კლოდ ბლანი ადვოკატებს შეხვდა და მათთან ნეიმარის ტრანსფერის აუცილებელი იურიდიული დეტალები განიხილა.

წყაროს თქმით, ბრაზილიელის სუპერვარსკვლავის მომავალი, უახლოეს საათებში კიდევ უფრო ნათელი გახდება.

Sport-ი ასევე აღნიშნავს, რომ ყველაფერი ნეიმარის "ბარსადან" წასვლისკენ მიდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები