Aa
Aa

"ბარსელონას" სუპერშეთავაზება "ლივერპულს"!

როგოც ჩანს, "ბარსა" დანებებას არ აპირებს. კატალონიელები ფელიპე კოუტინიოს გადმობირებას მთელი ძალებით ცდილობენ.

რამდენიმე დღის წინ, "მერსისაიდელებმა" "ბლაუგრანას" 72 მილიონიან წინადადებაზე უარი განაცხადეს.

ამჯერად, შეთავაზება გაიზარდა. "ბარსელონა" მზადაა 89 მილიონს შეელიოს, თუ "ლივერპული" კოუტინიოს დათმობს.

ნეიმარის გუნდში დარჩენის ერთ-ერთ მთავარ პირობად, სწორედ ბრაზილიელი ფეხბურთელების შეძენა დასახელდა. როგორც ჩანს ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და "ბარსა" პირველი ნაბიჯის გადადგმას ცდილობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები