რონალდუმ ნეიმარს დაურეკა და რჩევა მისცა
Aa
Aa

რონალდუმ ნეიმარს დაურეკა და რჩევა მისცა

ზაფხულის ყველაზე აქტუალური თემა ნეიმარის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლაა. 

როგორც ჩანს, ეს ფაქტი უყურადღებოდ არც კრიშტიანო რონალდუს დარჩენია. 

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელმა WhatsApp-ის საშუალებით ნეიმარს დაურეკა და "პსჟ"-ში გადასვლისგან თავის შეკავება ურჩია.

კრიშტიანომ ბრაზილიელს მეორე რჩევაც მისცა და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორია დღეა მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. ერთი მხარის მტკიცებით, ნეიმარი მესიმ, სუარესმა და პიკემ გუნდში დარჩენაზე დაითანხმეს. მეორე მხარე კი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელის მამამ პარიზელებთან პირად შეთანხმებას უკვე მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები