Aa
Aa

"მანჩესტერ სიტი" მეგატრანსფერისთვის ემზადება

პეპ გვარდიოლა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემადგენლობის სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს.

"სიტიმ" უკვე შეიძინა ბერნარდო სილვა, კაილ უოკერი, დანილო, შეთანხმებას მიაღწია ბენჯამინ მენდისთან, რომლის ტრანსფერიც მალე გაოფიციალურდება.

ცნობილია, რომ კატალონიელ სპეციალისტს ფორვარდის შეძენა აქვს გადაწყვეტილი. პეპის მთავარი სამიზნე ალექსის სანჩესია, თუმცა "პსჟ"-ს სახით "ქალაქელებს" სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ.

Goal-ის მტკიცებით, თუ, ჩილელი "არსენალს" დატოვებს და კარიერას პარიზულ გუნდში განაგრძობს, ამ შემთხვევაში "სიტი" კილიან მბაპეს ტრანსფერზე გადაერთვება, რომელიც "მონაკომ" 190 მილიონ ევროდ შეაფასა.

იმის ფონზე, რომ პეპმა ტრანსფერებში 200 მილიონი უკვე დახარჯა, მბაპეს სანაცვლოდ დამატებით 190 მილიონის გამოყოფა ფანტასტიკის სფეროა. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ფეხბურთელთა უმრავლესობა გვარდიოლასთან მუშაობაზე უარს ვერ ამბობს.

ნებისმიერ შემთხვევაში "ქალაქელები" ახალ ფორვარდს შეიძენენ. თუ, ვინ იქნება ეს, ამას წლევანდელი ზაფხული გვიჩვენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები