23 ივლისის სატრანსფერო ზონა
Aa
Aa

23 ივლისის სატრანსფერო ზონა

CrystalSport-ი, გთავაზობთ დღევანდელ სატრანსფერო სიახლეებს.

 

***

„ლივერპულმა“ ნაბი კეიტას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

22 წლის გვინეელი ცენტრალური ნახევარმცველის თაობაზე „მერსისაიდელებმა“ „ლაიპციგს, უკვე მესამე შეთავაზება გაუკეთეს და როგორც იქნა თანხმობა მიიღეს.

წითლებს ხსენებული ტრანსფერი 75 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.

თუ, შეთანხმება ოფიციალურად დადასტურდა, რაც დიდი ალბათობით მოხდება კიდეც, ასეთ შემთხვევაში ეს გარიგება „ლივერპულის“ ისტორიაში სარეკორდო იქნება.

*** 

ოფიციალურად - ალექსანდრ კოლაროვი „რომას“ ფეხბურთელია.

რომაელებს, სერბი განაპირა მცველის შეძენა 5 მილიონი ევრო დაუჯდათ.

შეგახსენებთ, რომ კოლაროვი ადრე „რომას“ მოსისხლე მტრის „ლაციოს“ ღირსებას იცავდა.

გეტყვით, რომ ფეხბურთელი თავის ახალ გუნდს უკვე შეუერთდა. „ჯალოროსი“ წინასასეზონო მზადებას ამერიკაში, კერძოდ კი ბოსტონში გადის.

*** 

ესპანური Rac2-ის ცნობით, „ბარსელონამ“ ნეიმარი დარჩენაზე დაითანხმა.

წყაროს ცნობით, შეთანხმების ერთ-ერთი პირობა ის გახლდათ, რომ „ბლაუგრანა“ ნეიმარს ბრაზილიელი ფეხბურთელების შეძენას დაპირდა.

ჯერჯერობით, „ბარსას“ ბრაზილიურ სიაში კოუტინიოს, პაულინიოსა და ლუკას ლიმას გვარები ფიგურირებენ.

*** 

ინგლისური The Mirror-ის ცნობით, ალექსის სანჩესი „პსჟ“-ს წინადადებას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ პარიზელები ხელფასის სახით მას, კვირაში 500 ათას ფუნტს გადაუხდიან.

შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერმა სანჩესის პარიზში გადაბარგებას მედიის ფანტაზიის ნაყოფი უწოდა და ჩილელის გუნდიდან წასვლა გამორიცხა.

როგორც ჩანს ფეხბურთელს სხვა გეგმები აქვს...

***

„ნაპოლი“ მეკარის შეძენას გეგმავს. ნეაპოლელებს ამ ზაფხულში პეპე რეინა დატოვებს, რომელსაც „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

იტალიელებმა სასურველი ვარიანტი უკვე შეარჩიეს. სან სებასტიანის „რეალ სოსიედადის“ არგენტინელი კარის დარაჯი ხერონიმო რული ნომერ პირველი კანდიდატია.

25 წლის გოლკიპერის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა.

*** 

მარკო ვერატის „ბარსელონაში“ ტრანსფერი, უკვე დიდი ხანია მედიის განხილვის თემაა.

საბოლოოდ, ფეხბურთელი „პსჟ“-ში დარჩა, მაგრამ მას ახალი მსურველი მალევე გამოუჩნდა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ცენტრალურ ნახევარმცველს დიდი მონდომებით ეძებს.

არტურო ვიდალთან ერთად, „წითელ ეშმაკებში“ გადასვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად, უკვე მარკო ვერატიც იქცა.

Express-ის ცნობით, თავად ფეხბურთელი პრემიერლიგაში გადაბარგების წინააღმდეგი არ არის.

საინტერესოა, თუ რა რეაქცია ექნებათ პარიზელ შეიხებს ამ ყველაფერზე.

*** 

ინგლისური The Mirror-ის ცნობით, „ბარსელონა“ ფელიპე კოუტინიოს თავს არ ანებებს.

კატალონიელებმა მერსისაიდელებს, ამჯერად 80 მილიონ ფუნტიანი წინადადებით მიმართეს. მაგრამ, „ლივერპული“ კვლავ უარზეა.

როგორც პრესაში იწერება, ტრანსფერს თავად იურგენ კლოპი ბლოკავს, რომელიც თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაშვებას არ აპირებს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსა“ ნეიმარს ბრაზილიელი ფეხბურთელების დამატებას დაპირდა. კოუტინიო სიაში პირველია. კატალონიელებს მოუწევთ, რომ გუნდისა და ფეხბურთელის თანხმობა მოიპოვონ, რამაც შესაძლოა კლოპს უკან დახევა აიძულოს.

*** 

ოფიციალურად - დანილო „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელია.

„ქალაქელებს“, 26 წლის ბრაზილიელი განაპირა მცველის ტრანსფერი 26.5 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს მადრიდის „რეალმა“ 31.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, დანილო „პორტოდან“ შეიძინა.

კაილ უოკერის შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში, ბრაზილიელი უკვე მეორე მარჯვენა მცველია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები