ვალვერდეს დებიუტი შედგა - კომენტარი გუნდზე, სტილზე და ნეიმარზე
Aa
Aa

ვალვერდეს დებიუტი შედგა - კომენტარი გუნდზე, სტილზე და ნეიმარზე

"ბარსელონამ" წინასასეზონო სამზადისი "იუვენტუსის" დამარცხებით (2-1) დაიწყო.

კატალონიელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ, წარმატებული დებიუტის შემდეგ კომენტარი გააკეთა და ნეიმარის საკითხსაც შეეხო.

დებიუტი: "შევეცადეთ, რომ თამაშზე გავლენა მოგვეხდინა. მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, მთელი მატჩის განმავლობაში დომინირება გვსურდა. ჩვენ იმ ეტაპზე ვიმყოფებით, როცა თითოეული სათამაშო წუთი გუნდს თავდაჯერებულობას მატებს. დღეს ბევრი დადებითი რამ დავინახე."

ნეიმარი: "ნეიმარის გარეშე წინსვლას არ ვაპირებთ. გვინდა, რომ ის გუნდში დარჩეს. მისი მნიშვნელობის შესახებ ვიცით. ეს აშკარაა."

სერხი რობერტო: სერხი რობერტო ნახევარდაცვას დაუბრუნდა და კარგია, რომ ის მრავალფეროვანია. დღეს მან მოედნის ცენტრში ითამაშა. მომავალში ეს ისევ მოხდება."

პრესინგი: პრესინგს მთელი სეზონის განმავლობაში გამოვიყენებთ. პირდაპირ გეტყვით, რომ ჯერ ამაზე არ გვიმუშავია, რადგან დიდი დრო არ გვქონდა. პრესინგს ვარჯიშებზე აუცილებლად დიდ დროს დავუთმობთ."

მესი: მესის ნელ-ნელა უკეთ გავიცნობ, მაგრამ მას ვერ აღმოვაჩენ. მას უკვე იცნობს ყველა. გვსიამოვნებს, როდესაც ის თამაშობს. რაც შეეხება მის პოზიციას, მე დავინახე ლეოს კონცენტრაცია შეტევაში და დაცვაშიც. მან სხვაზე უკეთ იცის, სად უნდა მიიღოს ბურთი". - განაცხადა ვალვერდემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები