Aa
Aa

"ბარსელონამ" "იუვენტუსი" დაამარცხა - ნეიმარის საოცარი მატჩი!

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ერნესტო ვალვერდეს დებიუტი წარმატებული გამოდგა.

აშშ-ში მიმდინარე წინასასეზონო ტურნირზე, "ბარსამ" ტურინის "იუვენტუსი" 2-1 დაამარცხა.

პირველივე წუთებიდანვე ძირითად შემადგენლობაში იყო ნეიმარი, რომელმაც დუბლი შეასრულა და ქომაგებს საოცარი სპექტაკლი აჩუქა.

მეორე ნახევარში ტურინელებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს. თავი ჯორჯო კიელინიმ გამოიჩინა.

ნეიმარმა კი დაამტკიცა, რომ გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა.

დიდი ალბათობით, დღეს მედიაში დაწერილ ყველანაირ ინფორმაციას ოფიციალური პასუხი გაეცემა.

როგორც ჩანს ნეიმარი რჩება!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები