AS: ნეიმარი თანაგუნდელებს ესაუბრა - გადაწყვეტილება მიღებულია
Aa
Aa

AS: ნეიმარი თანაგუნდელებს ესაუბრა - გადაწყვეტილება მიღებულია

ზაფხულის ყველაზე ცხელი სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება.

გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ი ნეიმარის ტრანსფერზე უკანასკნელ ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ბრაზილიელ ფეხბურთელსა და "ბარსას" წამყვან მოთამაშეებს შორის საუბარი შედგა, რის შემდეგაც მან საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

მესიმ, სუარესმა და პიკემ შეძლეს და ნეიმარი დარჩენაში დაარწმუნეს. 

როგორც ჩანს, "ბლაუგრანას" მრისხანე შემტევი ტრიო MSN-ი, ქომაგებისთვის სპექტაკლების დადგმას 2017/2018 წლების სეზონშიც გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები