Aa
Aa

"მანჩესტერი" "ბაიერნის" ერთ-ერთი ლიდერის შეძენას გეგმავს

ჟოზე მოურინიო შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს. რამდენიმე დღის წინ "განსაკუთრებულმა" განაცხადა, რომ "იუნაიტედის" სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა.

Daily Star-ის ცნობით, "წითელ ეშმაკებს" მიუნხენის "ბაიერნის" ჩილელი ნახევარმცველის არტურო ვიდალის შეძენა სურთ.

30 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს თავად ჟოზე მოურინიო ითხოვს. ჯერჯერობით ოფიციალური წინადადება არ გაკეთებულა.

ვიდალის კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში იწურება და მისი გახანგრძლივება ნაკლებად მოსალოდნელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები