სანჩესი
Aa
Aa

სანჩესი "პსჟ"-ში? არსენ ვენგერმა ოფიციალური კომენტარი გააკეთა

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პსჟ" ლონდონის "არსენალის" ლიდერის ალექსის სანჩესის გადაბირებას ცდილობს.

ჩილელი ფეხბურთელის ირგვლივ არსებულ გაუგებრობაზე კომენტარი "მეთოფეთა" თავკაცმა არსენ ვენგერმა გააკეთა.

"ეს ყველაფერი მედიის ფანტაზიის ნაყოფია", - უთხრა ვენგერმა Sky Sports-ს.

ინგლისური მედიის ცნობით, ვენგერს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ამ ზაფხულს სანჩესი არავის დაუთმოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები