სიტუაცია იცვლება! ნეიმარს დარჩენა უნდა, მაგრამ...
Aa
Aa

სიტუაცია იცვლება! ნეიმარს დარჩენა უნდა, მაგრამ...

ნეიმარის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება. ყოველ საათში ახალ-ახალი ვერსია ვრცელდება.

ამჯერად, მადრიდული Marca საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

მადრიდის "რეალის" სატელიტი ვებ გვერდის ცნობით, "ბარსას" ხელმძღვანელობამ ბრაზილიელი დარჩენაზე დაითანხმა, მაგრამ ფეხბურთელს სხვა რამე აწუხებს.

ნეიმარის თქმით მამამისი, რომელიც ამავდროულად მისი სპორტული აგენტიც გახლავთ, პარიზში იმყოფება და "პსჟ"-ს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ფეხბურთელი "ბლაუგრანას" სთხოვს, რომ პარიზული მოლაპარაკებები რამენაირად შეაჩერონ, რათა ეს აჟიოტაჟი დასრულდეს.

სიტუაცია ძალიან საინტერესოდ იცვლება. ჩვენ, ჩვენის მხრივ შევეცდებით, რომ განვითარებული მოვლენები მაქსიმალურად სწრაფად მოგაწოდოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები