Aa
Aa

"რატომ წამოვიდა ბონუჩი "იუვედან"? "მთავარი მიზეზი ალეგრისთან..."

ლეონარდო ბონუჩის ტურინიდან "მილანში" გადაბარგებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ვრცელდებოდა ბევრი ვერსია, თუ რატომ მოხდა ეს. საბოლოოდ, იტალიელმა მცველმა დუმილი დაარღვია და "იუვენტუსიდან" წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

"მე პირდაპირი ადამიანი ვარ. ყველაფრის პირში თქმა მიყვარს", - ამბობს ბონუჩი.

"ხალხი ფიქრობს, რომ ჩემი წასვლა რაღაცამ გამოიწვია. ყველაფრის მთავარი მიზეზი ალეგრისთან თებერვალში მომხდარი კონფლიქტი იყო. ეს ჩემთვის მოთმინების ბოლო წვეთი აღმოჩნდა".

"საკუთარი თავის 100%-ით წარმოჩენისთვის მჭირდება, რომ გუნდში თავი საჭიროდ ვიგრძნო. "იუვეში" ასეთი რამ მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ჯანმრთელად ხარ და ძირითად შემადგენლობაში გამოდიხარ". - განაცხადა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩის კონფლიქტი დანი ალვეშთანაც მოუვიდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, შესვენების დროს ფეხბურთელებს სერიოზული უთანხმოება ჰქონდათ, რის შემდეგაც მასიმილიანო ალეგრიმ ორივე მათგანის გუნდიდან გაშვება გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები