22 ივლისის სატრანსფერო ზონა
Aa
Aa

22 ივლისის სატრანსფერო ზონა

CrystalSport-ი გთავაზობთ დღევანდელ სატრანსფერო სიახლეებს.

***

Sky Italia-ს ცნობით, ტურინის "იუვენტუსმა" ფლორენციის "ფიორენტინასთან" შეთანხმებას მიაღწია.

„ბებერი სინიორა“ 23 წლის იტალიელ ფორვარდ, ფედერიკო ბერნარდესკის 40 მილიონ ევროდ შეიძენს.

ფეხბურთელი უკვე ტურინში იმყოფება და სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის.

ბერნარდესკიმ, გასულ სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით 42 მატჩი ჩაატარა და 14 გოლის გატანა შეძლო. იტალიის ეროვნულ ნაკრებში კი, მის ანგარიშზე 9 მატჩში 1 გოლია.

*** 

გერმანული Bild-ის ინფორმაციით, პიერ ემერიკ ობამეიანგი „დორტმუნდს“ ზამთარში დატოვებს.

ყველასდა მოულოდნელად, „ობა“ ევროგრანდში არ გადაბარგდება. მისი სავარაუდო გუნდი ჩინური „ტიანძინ ქუანძინი“ იქნება.

„ბორუსია“ მის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თავად ფეხბურთელის ყოველწლიური ანაზღაურება 20 მილიონი იქნება.

გასულ სეზონში, ობამეიანგი 31 გოლით ბუნდესლიგის ბომბარდირი გახდა. მისი შეძენის სურვილს „მილანი“, „პსჟ“ და „ჩელსი“ გამოთქვამენ.

*** 

„რეალი“, „ბარსელონა“ და „ჩელსი“, „ნიცას“ 18 წლის ცენტრალური მცველის მალანგა სარის შეძენისთვის იბრძვიან.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 36 მილიონი ევროა.

აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ, ფეხბურთელის შეძენა არსენ ვენგერსაც სურდა, თუმცა „ნიცამ“ ტრანსფერი დაბლოკა და მას ახალი კონტრაქტი გაუფორმა.

გასულ სეზონში სარის ანგარიშზე 27 მატჩი, 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

***

„ევერტონი“ ბლეზ მატუიდის შეძენას შეეცდება.

„კანფეტების“ მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი, ნახევარდაცვის თამაშით უკმაყოფილოა და მის გაძლიერებას გეგმავს.

თავის მხრივ, მატუიდს „პსჟ“-ში სათამაშო დრო უმცირდება. ანდრე რაბიოს პროგრესის შემდეგ და ასევე, პარიზელთა სატრანსფერო ბაზარზე სერიოზული აქტიურობის გამო ადვილი მისახვედრია, რომ ფრანგი ნახევარმცველი ძირითადში იშვიათად მოხვდება.

მატუიდის შეძენა მანჩესტერულ გუნდებს, „იუნაიტედსა“ და „სიტისაც“ სურთ, თუმცა ფრანგ ფეხბურთელს „ევერტონი“ ძირითადში გარანტირებულ ადგილს ჰპირდება.

პარიზელებს ჯერჯერობით ოფიციალური წინადადება არ მიუღიათ. თუმცა, შემოთავაზებების განხილვას აპირებენ და დიდი ალბათობით, მატუიდი გუნდს მალე შეიცვლის.

*** 

მადრიდული Marca მასიმილიანო ალეგრის საკმაოდ საინტერესო კომენტარს ავრცელებსტურინელთა თავკაცმა პაულო დიბალას შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

"არ გამიკვირდება, თუ დიბალა დაგვტოვებს. ამას არ გამოვრიცხავ", - ამბობს ალეგრი.

"ვიცით, რომ შეიძლება ნეიმარმა "ბარსელონა" დატოვოს და ბუნებრივია, რომ კატალონიელები მის შემცვლელს მოძებნიან". - განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ "პსჟ" ნეიმარის სანაცვლოდ 222 მილიონის გადახდას აპირებს. ტრანსფერის დასრულებას მაქსიმუმ ერთ კვირაში ელიან. რა თქმა უნდა, "ბლაუგრანა" ბრაზილიელის შემცვლელს შეიძენს და როგორც ჩანს, ნომერ პირველი კანდიდატი პაულო დიბალა იქნება.

*** 

ფრანგული L’equpe-ის ცნობით, „მანჩესტერ სიტიმ“ ბენჯამინ მენდის ტრანსფერი შეათანხმა.

„მონაკოს“ ფრანგი მარცხენა მცველი 57.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ქალაქელებში“ გადაბარგდება.

ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება და მენდი ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდება ფეხბურთის ისტორიაში.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, ეს რეკორდი კაილ უოკერმა მოხსნა, რომელიც 57 მილიონად, ასევე „სიტიმ“ შეიძინა.

23 წლის მენდიმ „მონეგასკების“ შემაგდენლობაში, გასულ სეზონში 25 მატჩი ჩაატარა და თავი 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

*** 

ტურინის “იუვენტუსი” მადრიდის “ატლეტიკოს” მცველის ხოსე ხიმენესს შეძენას ეცდება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, 22 წლის ურუგვაელი ლეონარდო ბონუჩისშემცვლელად მოიაზრება.

როგორც ცნობილი გახდა, “იუვეს” სპორტული დირექტორი ურუგვაელის აგენტ უკვეშეხვდა.

გასულ სეზონში ხიმენესმა ლა ლიგაში მხოლოდ 17 შეხვედრა ჩაატარა. ურუგვაელს „როხიბლანკოსთან“ ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

*** 

ინგლიური The Sun-ის ცნობით, ლონდონის „ჩელსის“ იტალიელი გარემარბის ანტონიო კანდრევას შეძენა სურს.

„ინტერის“ 30 წლის ნახევარმცველის გადმობირების სურვილი, პირადად ანტონიო კონტეს აქვს. იტალიელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ კანდრევა მისი გუნდისთვის იდეალური შენაძენი იქნება.

გასულ სეზონში ფეხბურთელმა „ინტერის“ მაისურით 38 მატჩი ჩაატარა 6 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები