Aa
Aa

"ბარსას" ერთ-ერთი ვარიანტი მბაპეა!

ინგლისური Daily Mail-ის ცნობით, "ბარსელონა" ნეიმარის შესაძლო წასვლისთვის წინასწარ ემზადება და თადარიგს იჭერს. "ბლაუგრანას" ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი კილიან მბაპეს შეძენა იქნება.

თუ, ნეიმარი გუნდს დატოვებს, მის სანაცვლოდ "ბარსა" 222 მილიონ ევროს მიიღებს. ბუნებრივია, რომ ბრაზილიელის წასვლის შემდეგ კატალონიელები პაკო ალკასერის იმედად არ დარჩებიან.

ესპანური პრესა გვარებს ასახელებს. პაულო დიბალას, ფელიპე კოუტინიოსა და რიად მაჰრეზის გვერდით, კილიან მბაპეს კანდიდატურაც განიხილება.

უახლოესი დღეები ბევრ რამეს გაარკვევს. წინ საინტერესო სატრანსფერო ფანჯარა გველოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები