მატიჩი და
Aa
Aa

მატიჩი და "მანჩესტერ იუნაიტედი" შეთანხმებულია!

ინგლისური Daily Telegraph-ის ცნობით, ლონდონის "ჩელსი" 50 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, ნემანია მატიჩს "მანჩესტერ იუნაიტედში" უშვებს.

შეთანხმება უკვე მიღწეულია და უმნიშვნელო დეტალების გავლის შემდეგ, ტრანსფერი ოფიციალურად გამოცხადდება.

თავდაპირველად, რომან აბრამოვიჩმა "წითელი ეშმაკების" 35 მილიონიანი წინადადება დაბლოკა. როგორც ხედავთ, ამ სვლამ გაამართლა და "არისტოკრატები" მეტს მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები