მარკო ფასონე:
Aa
Aa

მარკო ფასონე: "ეს ტოპ-ტრანსფერი იქნება"

ლეონარდო ბონუჩის შეძენის შემდეგ, "მილანის" გენერალური დირექტორი მარკო ფასონე, "როსონერის" ქომაგებს კიდევ ერთ ტოპ-ტრანსფერს დაჰპირდა. 

"მე უბრალოდ გეტყვით, რომ სატრანსფერო ბაზარზე ჩვენ კიდევ ერთ რამეს ვგეგმავთ. ჯერჯერობით არსად გვეჩქარება", - ამბობს ფასონე.

"ჩვენ უკვე გვყავს ძლიერი შემაგდენლობა, მაგრამ საჭიროა, რომ ეს ყველაფერი ლამაზად დავაგვირგვინოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ტოპ-ტრანსფერი იქნება".

"კალინიჩი, ობამეიანგი, თუ ბელოტი? შესაძლოა, ეს სულ სხვა მოთამაშე იყოს". - დაასრულა ფასონემ.

როგორც ხედავთ, "მილანის" ქომაგებს წინ კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდებათ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები