Aa
Aa

გვარდიოლა: კოლაროვი "რომასთან" ახლოსაა

პეპ გვარდიოლას თქმით, დიდი შანსია, რომ ალექსანდრ კოლაროვი რომში დაბრუნდეს და „რომას“ მაისური მოირგოს.

„კოლა გასულ სეზონში ძალიან დაგვეხმარა და დიდი სამუშაო გასწია. თუმცა ახლა სხვა ვითარებაა და დიდი შანსია, ის რომში დაბრუნდეს.

მას პირადად ვესაუბრე და მითხრა, რომ ურჩევნია გუნდიდან წავიდეს. მე კი ფეხბურთელი, რომელსაც კლუბში დარჩენა არ უნდა, არ გამომადგება“. - განაცხადა პეპმა.

კოლაროვი 2007-2010 წლებში „ლაციოს“ რიგებში თამაშობდა, თუმცა ახლა აქტიურ მოლაპარაკებებს „რომასთან“ აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები