Aa
Aa

"ტორინო" მადაზეა - მხოლოდ 100 მილიონი

„ტორინოს“ პრეზიდენტმა ურბანო კაირომ ანდრეა ბელოტის შესახებ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში ისაუბრა.

კაირომ აღნიშნა, რომ „გრანატას“ გეგმებში ბელოტის გაყიდვა არ შედის და ბედნიერი იქნება, თუკი ფეხბურთელი მის კლუბში კონტრაქტის ბოლომდე დარჩება.

მან ასევე დაამატა, რომ ნებისმიერი სხვა შეთავაზება, რომელიც 100 მილიონზე ნაკლები თანხით იქნება წარმოდგენილი, ტურინელთა მხრიდან არ განიხილება.

როგორც ცნობილია, ბელოტის „მილანში“ თამაში სურს და ამის შესახებ „ტორინოსაც“ არაერთხელ მოახსენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები