Aa
Aa

დაანებეთ კოუტინიოს თავი - "ლივერის" მორიგი უარი "ბარსას"...

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონამ“ „ლივერპულს“ ფილიპე კოუტინიოს სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა მტკიცე უარი მიიღო.

ლივერპულელები აცხადებენ, რომ ბრაზილიელი არანაირ თანხად არ გაიყიდება. ამ საკითხზე სპეციალური პრესკონფერენცია იურგენ კლოპმა დღეს დილით გამართა.

„ეს ბევრისთვის საინტერესო თემაა, თუმცა ჩვენი პოზიცია უკვე იცით - ფილი არ გაიყიდება! ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“.

„ლივერპულს“ მომავალი სეზონისთვის დიდი გეგმები აქვს და სადაც „ბარსამ“ კოუტინიო წინა ზაფხულს ვერ წაართვა, ახლა ამის შანსი კიდევ უფრო მცირეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები