ნეიმარის წასვლა რეალური ხდება - ვის ყიდვას აპირებს
Aa
Aa

ნეიმარის წასვლა რეალური ხდება - ვის ყიდვას აპირებს "ბარსა"?

კატალონიური მედიის ცნობით, ნეიმარის "ბარსელონადან" "პსჟ"-ში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

თუ RAC1-ს დავუჯერებთ, მხარეები მოლაპარაკების ბოლო ეტაპზე არიან.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის მამა, რომელიც ასევე მისი აგენტიცაა პარიზში იმყოფება და რამდენიმე საათში კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფრანგული გუნდი მამა-შვილს წარმოუდგენელ ფინანსურ პირობებს სთავაზობს. ნეიმარის ყოველწლიური ანაზღაურება 40 მილიონი ევრო იქნება. მამამისი ბონუსის სახით, ასევე 40 მილიონს მიიღებს. "ბარსასთვის" კი "პსჟ"-ს 222 მილიონის გადახდა მოუწევს.

ჯერჯერობით, კატალონიელები ყველაფერს უარყოფენ. მათ არაერთი კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი არ იყიდება.

პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბარსა" ნეიმარის შესაძლო წასვლისთვის ემზადება და სავარაუდო ტრანსფერებს გეგმავს. 

თუ, ბრაზილიელი წავა და გუნდი მასში 222 მილიონს მიიღებს, ამას დაემატება 60 მილიონი, რომელიც ტრანსფერებისთვის თავად "ბლაუგრანამ" გამოყო. სავარაუდოდ, კატალონიელთა რიგებს კიდევ 2-3 მოთამაშეც დატოვებს, რომელთა სანაცვლოდ "ბარსელონა" 50-60 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. გამოდის, რომ რობერტ ფერნანდესის განკარგულებაში ტრანსფერებისთვის, დაახლოებით 330 მილიონი, ან მეტი იქნება.

შესაძლო მომსვლელთა სიაში ბევრი მოთამაშეა, მათ შორის ანდერ ერერა, რიად მაჰრეზი, უსმან დემბელე, პაულო დიბალა, პაულინიო და სხვები. ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერი, დღევანდელ პრესკონფერენციაზე თავად იურგენ კლოპმა გამორიცხა. მარკო ვერატის საკითხი კი, კვლავ ბუნდოვანია.

კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. წინ ძალიან საინტერესო საათები, ან დღეები გველის. ვნებათაღელვა პიკს აღწევს და ვნახოთ, განხორციელდება თუ არა ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები