ლებრონ ჯეიმსი
Aa
Aa

ლებრონ ჯეიმსი "კავალიერსის" მუშაობით უკმაყოფილოა

USA Today-ს ცნობით "კლივლენდის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი თავისი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა.

"მეფე ლებრონი" ელოდა, რომ ხელმძღვანელობა თავისუფალი აგენტების ბაზარზე იაქტიურებდა და კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი ძალა გახდებოდა. 

შეგახსენებთ, რომ კლუბის მფლობელმა, დენ გილბერტმა გენერალურ მენეჯერს, დევიდ გრიფინსა და საკალათბურთო ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტს, ტრენტ რედენს კონტრაქტები არ გაუგრძელა.

მომავალი წლის ზაფხულში ლებრონი თავისუფალი აგენტი გახდება და მას კლუბის შეცვლა შეეძლება. მოთამაშეზე მთავარ პრეტენდენტად "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" სახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები