Aa
Aa

"ინტერს" 45 მილიონი და მარსიალი უნდა

ძველი ამბავია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ივან პერიშიჩის ტრანსფერზე მუშაობს და „წითელ ეშმაკებს“ „ინტერმა“ არაერთი შეთავაზება, მისთვის არასასურველი სატრანსფერო ფასის გამო დაუბლოკა.

Sky Sport Italia-ს ცნობით, „ნერაძურიმ“ გადაწყვიტა, თამაში საკუთარი წესებით წარმართოს და „მანკუნიანელებს“ პერიშიჩის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროსთან ერთად, ენტონი მარსიალი მოსთხოვა.

თუმცა ასეთ შეთაბაზებაზე ინგლისელებმა უარი განაცხადეს, რაც გასაკვირი არაა, რადგან 22 წლის ფრანგის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 30 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს მარსიალი ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი ფეხბურთელი გახდა - „იუნაიტედმა“ მასში „მონაკოს“ ჯამურად 57.6 მილიონი ფუნტი უნდა გადაუხადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები