მიხაილოვიჩი: „მილანს“ უახლოეს 15 დღეში ჩავიბარებ
Aa
Aa

მიხაილოვიჩი: „მილანს“ უახლოეს 15 დღეში ჩავიბარებ

გენუის „სამპდორიას“ ყოფილმა დამრიგებელმა სინიშა მიხაილოვიჩმა, რომელიც „მილანის“ გაწვრთნის მთავარი კანდიდატია განაცხადა, რომ იგი „როსონერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს, უახლოესი 15 დღის განმავლობაში დაიკავებს.

„გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. „მილანს“ უახლოესი 15 დღის განმავლობაში ჩავიბარებ და იმედი მაქვს, რომ „როსონერისთან“ ერთად უდიდეს წარმატებებს მივაღწევ“ - განაცხადა სინიშა მიხაილოვიჩმა.

გასულ სეზონში, მიხაილოვიჩის მიერ გაწვრთნილმა „სამპდორიამ“ იტალიის ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა, რაც გენუურ კლუბს „ევროპა ლიგის“ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის საშუალებას აძლევს. „მილანის“ პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ კი განაცხადა, რომ მიხაილოვიჩმა მასზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ სერბი სპეციალისტის კანდიდატურას განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები