Aa
Aa

"ბარსელონას" ოფიციალური განცხადება ნეიმარის ტრანსფერზე

ბოლო დღეებში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, თითქოს იყო იმის შანსი, რომ ნეიმარი "ბარსელონას" დატოვებდა. ამის მიზეზად, ბრაზილიელის მესის ჩრდილქვეშ ყოფნა სახელდებოდა და ფეხბურთელის გარემოცვა, მას გუნდის გამოცვლისკენ უბიძგებდა.

25 წლის ნეიმარის სავარაუდო მსურველთა სიაში "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პსჟ" სახელდებოდნენ. თითქოს ნეიმარს მოურინიომ დაურეკა და ამავდროულად, პარიზელთა მფლობელ ნასერ ალ ხელაიფთანაც მოხდა შეხვედრა.

როგორც გუშინ კატალონიურმა Sport-მა დაწერა, პარიზული გუნდი მზად იყო, რომ ნეიმარის გამოსასყიდი თანხა 222 მილიონი ევრო გადაეხადათ. დღეს კი "ბარსას" მხირდან ოფიციალური განცხადებები გაკეთდა.

"ბლაუგრანას" პრეს სამსახურის ხელმძღვანელი ხოსეპ ვივესი: "ნეიმარის გაყიდვას არ ვაპირებთ. ის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რის გამოც "ბარსელონა" ბრაზილიელის ტრანსფერის თაობაზე მიღებული წინადადებებს არ განიხილავს".

"იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და გვსურს, რომ "ბარსელონაში" დარჩეს. ის კლუბში ბედნიერია", - განუცხადა ვივესმა Marca-ს.

ნეიმარის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, კატალონიელთა სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესიც გამოეხმაურა: "გუნდი ნეიმარის გარეშე? არამგონია. "ბარსა" არ აპირებს, რომ მას შეელიოს", - უთხრა Sport-ს ფერნანდესმა.

შეგახსნებთ, რომ ერნესტო ვალვერდემ უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ამერიკულ ტურნეში გაემგზავრებიან და "იუვენტუსს", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდებიან. სიაში ნეიმარიც იმყოფება. განაცხადი ასეთია: 

პიკე, რაკიტიჩი, სერხიო, დენის სუარესი, არდა, ინიესტა, ლუის სუარესი, მესი, ნეიმარი, სილესენი, მასკერანო, პაკო ალკასერი, ჟორდი ალბა, ლუკა დინი, რობერტო, ალეიშ ვიდალი, სამუელ უმტიტი, ნელსონ სემედუ, მარლონი, დუგლასი, სამპერი, ვერმაელენი, მუნირი, ორტოლა, იოკინი, ესკიეტა და ალენია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები