დერიკ როუზი შესაძლოა
Aa
Aa

დერიკ როუზი შესაძლოა "მილოუკიში" გადავიდეს

ლიგის ყოფილი MVP დერიკ როუზი თავისუფალი აგენტია და ახალი კლუბის ძებნაშია. გამთამაშებლის ბოლო კლუბი "ნიუ იორკ ნიქსი" იყო, რომელთანაც მას კონტრაქტის ვადა ამოეწურა. 

ცოტა ხნის წინ, როუზმა "მილოუკის" ხელმძღვანელობასთან მეორე შეხვედრა გამართა. როგორც ამერიკულ პრესაში იწერება შეთანხმება თითქმის მიღწეულია და როუზი სეზონს ახალი გუნდის ფორმით დაიწყებს.

მეორე შეხვედრის შემდეგ, "მილუოკის" მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა განაცხადა: "ის დაინტერესებულია "მილუოკით" და ჩვენც გვაინტერესებს როუზი. აქ ორმხრივ ინტერესთან გვაქვს საქმე".

ასე რომ, როუზის "მილუოკიში" გადასვლის ალბათობა მაღალია, თუმცა, მიმომხილველები არ გამორიცხავენ, რომ "ნიუ იორკმა" განაახლოს მცველის კონტრაქტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები