Aa
Aa

"უეფამ" სხვებთან ერთად გიორგი არაბიძეც გამოარჩია

"უეფამ" 2-15 ივლისს საქართველოში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატიდან 10 ფეხბურთელი გამოარჩია, რომელმაც თავისი თამაშით განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა და მომავლის ტალანტად მიიჩნევა.

სიაში გიორგი არაბიძის სახით ერთი ქართველი ფეხბურთელია, რომლის თამაშსაც "უეფას" ოფიციალური საიტი ასე აფასებს:

"ქართველთაგან გოლები გიორგი კოხრეიძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანეს, თუმცა "შახტარის" შემტევმა ყურადღება ბრწყინვალე დრიბლინგითა და შესანიშნავი დარტყმებით მიიპყრო.

ის ყოველმხრივ ცდილობდა ჩეხეთთან გადამწყვეტ მატჩში გუნდი მარცხისგან ეხსნა. იმ თამაშში არაბიძემ მეტოქის კარისკენ სულ მცირე 8-ჯერ დაარტყა". - ვკითხულობთ "უეფას" საიტზე.

არაბიძის გარდა ამ სიაში ეტიენ ამენიიდო (გერმანია), ჯასტინ ბიილოუ (ჰოლანდია), დიოგო დალო (პორტუგალია), ვიქტორ გიოკერესი (შვედეთი), მეისონ მუნტი (ინგლისი), რუი პედრო (პორტუგალია), გეორგი რუსევი (ბულგარეთი), ონდრეი შაშინკა (ჩეხეთი) და რაიან სესენიონი (ინგლისი) მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები