Aa
Aa

ოფიციალურად: ნოლიტო "სევილიას" ფეხბურთელია!

„სევილიამ“ და „სიტიმ“ ნოლიტოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება დაადასტურეს.

ესპანელი ვინგერი „სევილიაში“ 9 მილიონ ევროდ გადავიდა. არადა ის გასულ ზაფხულს მანჩესტერელებმა „სელტასგან“ 16 მილიონ ევროდ შეიძინეს.

ნოლიტო და მისი ოჯახი ინგლისს ვერ შეეწყო და ეს ფეხბურთელის კარიერაზეც აისახა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში ამ ყველაფერზე გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინგლისში ძალიან უჭირს და იქ მისი ოჯახი ბედნიერი არაა.

ნოლიტო „სევილიასთან“ 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები