Aa
Aa

ჰარტი მომავალ სეზონს "ვესტ ჰემში" გაატარებს

ბრიტანული skysports-ის ცნობით, ჯო ჰარტი „ვესტ ჰემში“ სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის.

იგი ლონდონურ კლუბს 1 წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით შეუერთდება, რის შემდეგაც „ჩაქუჩებს“ მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.

ჰარტმა გასული სეზონი იტალიურ „ტორინოში“ გაატარა და ცნობილია, რომ მის ამჟამინდელ კლუბ „სიტის“ ჰარტის სამსახური არ სურს.

სლავენ ბილიჩთან ერთად „ვესტ ჰემს“ მომავალ სეზონში სერიოზული გეგმები აქვს და რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელის დამატება დღის წესრიგშია. დავამატოთ, რომ გუნდი ამჟამად მარკო არნაუტოვიჩის ტრანსფერზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები