Aa
Aa

"ჩელსი" დანილოს შეუთანხმდა

ბრაზილიური Globosporte-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „რეალის“ განაპირა მცველ დანილოსა და ლონდონის „ჩელსის“ შორის კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმება მიღწეულია.

„არისტოკრატებს“ ერთადერთ ბარიერად მადრიდელებთან სატრანსფერო ფასზე მოლაპარაკება რჩებათ.

აღსანიშნავია, რომ ზიდანს დანილოს გუნდიდან გაშვება არ უნდა, თუმცა თავად ფეხბურთელს მეტი სათამაშო დრო სურს და თვალი „სანტიაგო ბერნაბეუდან“ აბარგებაზე უჭირავს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ „რეალმა“ დანილო 31.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და ახლა მის ტრანსფერში 30 მილიონ ევროს ითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები