sport: ნეიმარი შესაძლოა
Aa
Aa

sport: ნეიმარი შესაძლოა "ბარსადან" წავიდეს!..

კატალონიური გამოცემა sport-ის ინფორმაციით, ნეიმარი "ბარსაში" თავს კომფორტულად არ გრძნობს და შესაძლოა კლუბის დატოვებაზე იფიქროს.

მას ოჯახის წევრები ეუბნებიან, რომ მესის ჩრდილში ყოფნა სასურველი სულაც არაა და სხვა გუნდში გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია. გარდა ამისა, სხვა კლუბში გადასვლის შემთხვევაში, პირადი ჯილდოების და მათ შორის "ოქროს ბურთის" მოგების უფრო მეტი შანსი ექნება.

25 წლის ნეიმარს შეთავაზებები "სიტიდან", "მანჩესტერიდან", "პსჟ"-დან და "რეალიდან" აქვს. იმავე sport-ის მიერ გავრცელებული ცნობით, ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს ტელეფონით ჟოზე მოურინიო ესაუბრა, ხოლო "პსჟ"-ს პრეზიდენტ ნასერ ალ ხელაიფის პირადად შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს "ბარსასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი წლიური ანაზღაურება 15 მილიონი ევროა, ხოლო გამოსასყიდი თანხა - 200 მილიონი ევრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები