16 ივლისის სატრანსფერო ზონა
Aa
Aa

16 ივლისის სატრანსფერო ზონა

ინგლისური Sunday Express-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" თავისი ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვას აპირებს.

საქმე იმაშია, რომ სამეფო კლუბს ძალიან სურს კილიან მბაპეს შეძენა. ამისათვის კი შემადგენლობაში ადგილის გამოთავისუფლებაა საჭირო. ასევე სოლიდური თანხის გამოყოფაც. ბეილის გაყიდვა, ამ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

უელსელი ფეხბურთელის შეძენის მთავარ მსურველებად, ინგლისური გრანდები "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "ჩელსი" სახელდებიან.

*** 

„ბარსელონა“ ცენტრალური ნახევარმცველის ძებნას განაგრძობს.

კატალონიელებმა, „გუანჩჟოუ ევერგრანდს“ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართეს, რათა ბრაზილიელი პაულინიო გადმოიბირონ.

თავდაპირველად გამოყოფილი 20 და 25 მილიონი ევრო, „ბარსამ“ 30-მდე გაზარდა.

როგორც ესპანური MD იუწყება, ჩინელები ამ წინადადებაზე უარს ვერ იტყვიან.

*** 

ტურინის „იუვენტუსმა“ ლეონარდო ბონუჩის შემცვლელს მიაგნო.

„ბებერ ქალბატონს“ „დორტმუნდის“ ბერძენი მცველის სოკრატის პაპასტატოპულოსის შეძენა სურს.

ტრანსფერს ის ართულებს, რომ „ბორუსია“ უკვე დატოვა მატიას გინტერმა და გუნდში, მხოლოდ 3 მცველია დარჩენილი. ამ ფაქტის გამო გერმანელები არ აპირებენ, რომ კიდევ ერთ უკანახაზელს შეელიონ.

მოლაპარაკებები ახლა იწყება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

***  

იტალიური La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „მილანის“ ახალწვეულმა ლეონარდო ბონუჩიმ, გუნდის ხელმძღვანელობას ალვარო მორატას შეძენა მოსთხოვა.

ბონუჩისა და მორატას, ტურინში ერთად 2 სეზონი აქვთ გატარებული.

იტალიელი მცველის აზრით, ესპანელი ფორვარდი „მილანის“ შეტევას მრისხანეს გახდის და გუნდმა ამაზე უნდა იმუშაოს.

ალვარო მორატას გადმობირება ადვილი საქმე არ იქნება. ესპანელის შეძენა ევრ გუნდს სურს და მისი გამოსასყიდი ფასიც საკმაოდ დიდია.

***  

როგორც ჩანს „ევერტონი“ გაძლიერებას კიდევ აპირებს.

„კანფეტებმა“ ამჯერად თეო უოლკოტს დაუმიზნეს. ლივერპულელები 30 მილიონი ფუნტის გადახდას გეგმავენ.

რონალდ კუმანი გუნდის სერიოზულად გაძლიერებას გეგმავს და სამომავლოდ დიდი მიზნები აქვს.

ჯერჯეორბით, „მეთოფეთა“ პოზიცია უცნობია.

***  

Daily Star-ის ცნობით, ტომას ლემარმა „მონაკოს“ გუნდიდან გაშვება მოსთხოვა.

ფრანგი ნახევარმცველის სურვილია, რომ მომავალი სეზონიდან „არსენალის“ მაისურით იასპარეზოს.

ლონდონელებმა ლემარის სანაცვლოდ, 45 მილიონიანი შეთავაზება უკვე გააკეთეს. როგორც ჩანს, „მონეგასკებს“ დათანხმება მოუწევთ.

***  

„ლივერპული“ თავდასხმის გაძლიერებას აპირებს.

„მერსისაიდელები“ მადირიდის „ატლეტიკოს“ არგენტინელი ფორვარდის ანხელ კორეას დამატებას გეგმავენ.

22 წლის ფორვარდს, უკვე მიმართეს მსუყრე წინადადებით. თუ, იგი შემოთავაზებას დათანხმდება, მისი ანაზღაურება კვირაში 77 ათასი ფუნტი იქნება.

მოგეხსენებათ, რომ „როხიბლანკოს“ სატრანსფერო ბანი ადევს და 2018 წლის იანვრამდე ვერავის დაიმატებენ.

***  

„ბარსელონამ“ კოლუმბიელ ცენტრალურ მცველ იარი მინასთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

22 წლის მინა, „ბლაუგრანას“ 2018 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუერთდება.

„პალმეირასის“ უკანახაზელი საკმაოდ ათლეტური აღნაგობისაა. იგი სიმაღლეში 1.95-ა.

„ბარსა“ იარი მინას გაფორმებას აქამდეც ცდილობდა, თუმცა დიდი კონკურენციის გამო ტრანსფერი შეფერხდა.

***  

„რომამ“ ახალგაზრდა თურქი ტალანტი, ჩინგიზ უნდერი შეიძინა.

„ისთანბულ ბასაქშეჰირის“ 20 წლის შემტევით , „მანჩესტერ სიტიც“ იყო დაინტერესებული, თუმცა „ჯალოროსიმ“ ინგლისელებს აჯობა და ახალგაზრდა ფეხბურთელი 13.4 მილიონ ევროდ გაიფორმა.

ჩიგიზის წლიური ანაზღაურება 1.5 მილიონი ევრო იქნება.

ფეხბურთელმა „რომას“ ოფიციალურ ვებ გვერდთან პირველი კომენტარიც გააკეთა: „მოხარული ვარ რომ აქ ვიმყოფები. მოუთმენლად ველი ქომაგებთან შეხვედრას. ჩემი მიზანია, რომ მალევე მოვიპოვო მწვრთნელის ნდობა და ძირითადი შემადგენლობის წევრი გავხდე“. - განაცხადა ჩინგის უნდერმა.

***  

Sky Sport Italia-ს ცნობით, "ტორინოს" იტალიელმა ფორვარდმა ანდრეა ბელოტიმ, "მილანთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ახლა უკვე "ტორინოს" ჯერია. "როსონერი" 40 მილიონ ევროს, დამატებით გაბრიელ პალეტასა და მბაიე ნიანგს იხდის, რაც საკმაოდ მსუყე შეთავაზებაა.

ტურინელები 40 მილიონის გაორმაგებას ითხოვენ. თუმცა, ძნელად წარმოსადგენია, რომ "მილანი" ასეთ რამეს დათანხმდეს.

იტალიაში, უახლოეს საათებში ტრანსფერის გაოფიციალურებას ელიან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები