19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონის ვინაობა ცნობილია!
Aa
Aa

19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონის ვინაობა ცნობილია!

რამდენიმე წუთის წინ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონის ვინაობა გახდა ცნობილი.

დაძაბულ შეხვედრაში ინგლისელებმა პორტუგალიას 2-1 სძლიეს.

შეხვედრაში ანგარიში 50-ე წუთზე თავური დარტყმით გაიხსნა. თავი ინგლისელმა ისაია სალიმანმა გამოიჩინა. ზუსტად 6 წუთის შემდეგ, პორტუგალიელებმა გაათანაბრეს. საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, ბურთი ინგლისელთა მცველს დაჯონ სტერლინგს მოხვდა და ავტოგოლის შემდეგ წონასწორობა აღსდგა. 68-ე წუთზე ინგლისელებმა შესანიშნავი კონტრშეტევა განახორციელეს და ლამაზი კომბინაციის შემდეგ, ლუკას ნმეჩამ თავისიანები დააწინაურა - 2-1.

მატჩის მიწურულს ინგლისი 10 კაცით დარჩა, თუმცა პორტუგალიას ვერც ამან უშველა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები