ბაკაიოკო:
Aa
Aa

ბაკაიოკო: "მე "ჩელსის" თამაშებზე გავიზარდე"

ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ტემუ ბაკაიოკომ პირველი კომენტარი გააკეთა.

"მე ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდებულ გუნდს შევუერთდი. ბავშვობაში "ჩელსის" თამაშებზე გავიზარდე. ეს გუნდი პატარაობიდანვე ძალიან მიყვარდა", - ამბობს ბაკაიოკო.

"ახლა, მოუთმენლად ველი შესანიშნავი მწვრთნელისა და ბრწყინვალე ფეხბურთელების გვერდით ვარჯიშის დაწყებას". - დაასრულა ბაკაიოკომ.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ "არისტოკრატებმა" 45 მილიონი ევრო გადაიხადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები