ბონუჩი, რამოსი და ჩემპიონთა ლიგა - მონტელა სამომავლო გეგმებზე საუბრობს
Aa
Aa

ბონუჩი, რამოსი და ჩემპიონთა ლიგა - მონტელა სამომავლო გეგმებზე საუბრობს

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ, განხორციელებულ ტრანსფერებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"ბონუჩი მსოფლიო დონის მცველია. ტექნიკის მხრივ, იგი სერხიო რამოსთან ერთად საუკეთესოა. ჩემთვის ოცნება იყო, რომ მასთან ერთად მემუშავა", - საუბრობს მონტელა Football Italia-სთან.

"სატრანსფერო ბაზარზე გუნდმა კარგი სამუშაო გასწია. ჩვენ გამოცდილი და ასევე ახალგაზრდა მოთამაშეები დავიმატეთ. ახალ სეზონში, პროგრამა მინიმუმი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა იქნება". - განაცხადა მონტელამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები