15 ივლისის სატრანსფერო ზონა
Aa
Aa

15 ივლისის სატრანსფერო ზონა

რიად მაჰრეზი „რომას“ უახლოვდება.

როგორც Goal იუწყება, ალჟირელი ფეხბურთელის პირადმა აგენტმა, რომაელებთან ყველა დეტალი შეათანხმა და მალე ტრანსფერი ოფიციალურად გამოცხადდება.

„რომა“, მაჰრეზის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაიხდის.

***

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მორიგი ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოსაა.

„ინტერის“ ხორვატი შემტევი ივან პერიშიჩი, უახლოეს დღებში „წითელ ეშმაკებს“ შეუერთდება.

28 წლის ფეხბურთელში „მანკუნიანელები“ 30 მილიონ ევროს იხდიან.

ცნობილია, რომ პერიშიჩს „ინტერის“ დატოვება სურს, რაც ტრანსფერს კიდევ უფრო აადვილებს.

ბოლო ინფორმაციით იტალიელები, მოლაპარაკებებში ენტონი მარსიალის ჩართვას მოითხოვენ.

***

ჟოზე მოურინიოს რაფაელ ვარანის შეძენა სურს.

ცნობილია, რომ „რეალი“ დავიდ დე ხეას გადმობირებას, უკვე დიდი ხანია ცდილობს.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა კი გამოსავალს მიაგნო და მადრიდელებს ბარტერს სთავაზობს.

დე ხეა, ვარანის სანაცვლოდ. რამდენად აწყობს ასეთი პირობები „რეალს“? ამას მალე გავიგებთ.

***

ტურინის „იუვენტუსი“ ნემანია მატიჩის გადმობირებას შეეცდება.

ლონდონის „ჩელსი“, 28 წლის სერბი საყრდენის სანაცვლოდ 45 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

იუვეტუსს“ იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებების მსვლელობისას, ისინი ფასის დაწევას მოახერხებენ.

***

Sky Sport Italia-ს ცნობით, მადრიდის „რეალი“ ალვარო მორატას სანაცვლოდ, „მილანს“ 90 მილიონი ევროს გადახდას სთხოვს.

მადრიდელები, ესპანელი ფორვარდის თაობაზე „მანჩესტერ იუნაიტედთანაც“ აწარმოებდნენ მოლაპრაკეკებს, თუმცა „წითელმა ეშმაკებმა“ არჩევანი რომელუ ლუკაკუზე შეაჩერეს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ „მილანი“ ამხელა თანხის გადახდას დათანხმდება. სავარაუდოდ, მოლაპარაკებები გაიწელება.

***

Sky Italy-ს ცნობით, „მილანი“ მორიგი ტრანსფერის გასაჩარხად ემზადება.

„როსონერი“, ტურინის „ტორინოს“ იტალიელი ფორვარდის ანდრეა ბელოტის დამატებას აპირებს.

„მილანმა“ „ტორინოს“ საკმაოდ მსუყე წინადადებით მიმართა - 45 მილიონ ევროს პლუს, მბაიე ნიანგი და გაბრიელ პალეტა.

ვნახოთ, რა იქნება ტურინელების პასუხი. შეთავაზება საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება.

***

ნელსონ სემედუსა და ჟერარდ დეულოფეუს შეძენის შემდეგ, „ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ, ქომაგებს 2-3 მაღალი დონის ტრანსფერის განხორციელებას ჰპირდება.

რა თქმა უნდა, გუნდი კიდევ გაძლიერდება. არის რამდენიმე მოთამაშე, რომლის შეძენასაც „ბარსა“ აპირებს. მათ გვარებს ახლა ვერ დავასახელებ, თუმცა ქომაგებს ვპირდები, რომ 2-3 მაღალი დონის ტრანსფერი განხორციელდება. აგვისტოს ბოლომდე დიდი დროა და მოთმინება გვმართებს“. - განაცხადა ბართომეუმ.

***

ჩიჩარიტო პრემიერლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა.

„ლევერკუზენის“ მექსიკელი ფორვარდით ლონდონური გუნდები, „ჩელსი“ და „ვესტ ჰემი“ არიან დაინტერესებულნი.

თავად ფეხბურთელის სურვილიც არის, რომ ინგლისში დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ ხავიერ ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო 2010-2014  წლებში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა.

***

მადრიდის „რეალი“ მარჯვენა მცველის შეძენითაა დაინტერესებული.

მოგეხსენებათ, რომ დიდი ალბათობით დანილო „ბლანკოსს“ დატოვებს და „ჩელსის“ შეუერთდება.

„რეალის“ მთავარი სამიზნე, „პსჟ“-ს ბელგიელი განაპირა მცველი ტომას მუნიეა.

25 წლის მუნიეს ახალი სეზონიდან, პარიზული გუნდის ძირითადში მოსახვედრად დიდი ბრძოლა მოუწევს.  დანი ალვეშის მოსვლის შემდეგ, მისი შანსები სერიოზულად შემცირდა. გუნდში, ასევე კოტ დივუარელი სერჟ ორიეც ირიცხება.

სამეფო კლუბში კი მისი კონკურენტი, მხოლოდ დანიელ კარვახალი იქნება.

მოლაპარაკებები ახლა დაიწყო და ჯერჯერობით, სატრანსფერო ღირებულება არ დასახელებულა.

***

ბრიტანული Mirror-ის ცნობით, ლონდონის "ჩელსიმ" 65 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, პიერ ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერი შეათანხმა.

"დორტმუნდის" გაბონელი ფორვარდი "არისტოკრატებში" დიეგო კოშტას ჩაანაცვლებს, რომელიც დიდი ალბათობით მადირიდის "ატლეტიკოში" დაბრუნდება.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს საათებში "ჩელსი" ტრანსფერს ოფიციალურად გამოაცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები