ბართომეუ ქომაგებს:
Aa
Aa

ბართომეუ ქომაგებს: "მაღალი დონის ტრანსფერები იქნება"

ბოლო დღეებში, "ბარსამ" 2 ტრანსფერი გააოფიციალურა. ნელსონ სემედუ და ჟერარდ დეულოფეუ გუნდის ახალწვეულები არიან, თუმცა კატალონიელები ამაზე გაჩერებას არ გეგმავენ.

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ ესპანურ მედიასთან ისაუბრა და ქომაგებს 2-3 მაღალი დონის ტრანსფერის განხორციელებას დაჰპირდა.

"რა თქმა უნდა, გუნდი კიდევ გაძლიერდება. არის რამდენიმე მოთამაშე, რომლის შეძენასაც „ბარსა“ აპირებს. მათ გვარებს ახლა ვერ დავასახელებ, თუმცა ქომაგებს ვპირდები, რომ 2-3 მაღალი დონის ტრანსფერი განხორციელდება. აგვისტოს ბოლომდე დიდი დროა და მოთმინება გვმართებს". - განაცხადა ბართომეუმ.

ცხელი ამბები