უიმბლდონის ფინალისტების ვინაობა ცნობილია - იქნება მე-19?
Aa
Aa

უიმბლდონის ფინალისტების ვინაობა ცნობილია - იქნება მე-19?

როჯერ ფედერერმა, უიმბლდონის ნახევარფინალში ტომაშ ბერდიხი სამ სეტში 7:6, 7:6, 6:4 დაამარცხა და კარიერის განმავლობაში მეთერთმეტე ფინალს ითამაშებს.

ფინალში, შვეიცარიელის მეტოქე ხორვატი მარინ ჩილიჩი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ამერიკელი სემ ქუერი 6:7, 6:4, 7:6, 7:5 დაამარცხა.

"მხიარული როჯერი" შეეცდება, რომ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის თასი მერვედ აღმართოს. მას შანსი აქვს, რომ კარიერაში მე-19 დიდი სლემის ტურნირი მოიგოს.

უნდა აღინიშნოს, რომ შვეიცარიელი ლეგენდა ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა.

ურთიერთშეხვედრებში, ფედერერი ჩილიჩს 6:1-ს უგებს.

ფინალური შეხვედრა კვირას, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები