Aa
Aa

"ლაიფციგი" 65 მილიონზე უარს ამბობს!

გერმანული Bild-ის ცნობით, „ლაიფციგმა“ „ლივერპულს“ 65 მილიონიანი შეთავაზება დაუბლოკა.

მერსისაიდელები ნაბი კეიტას ტრანსფერზე აქტიურად მუშაობდნენ, თუმცა გერმანულ კლუბს მისი გაყიდვა აშკარად არ სურს.

„ჩვენ გეგმებში წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა არ შედის. მინდა აღვნიშნო, რომ ამ გზით ბიუჯეტის შევსება „ლაიფციგის“ სტილი არაა“. - განაცხადა გერმანიის ვიცე-ჩემპიონის სპორტულმა დირექტორმა რალფ რანგნიკმა.

22 წლის კეიტამ ბუნდესლიგის გასული გათამაშება სტაბლიურად მაღალ დონეზე ჩაატარა და 29 თამაშში 8 გოლი და 7 ასისტი ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები