Aa
Aa

ბრიტანული პრესა: ჰარტი "ვესტ ჰემში" უახლოეს 36 საათში გადავა!

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ჯო ჰარტი უახლოეს 36 საათში „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელი გახდება.

აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

როგორც ირკვევა, ჰარტი „ჩაქუჩების“ რიგებში პირველ სეზონს იჯარის წესით გაატარებს, ხოლო შემდეგ ლონდონელებს მისი გამოსყიდვის საშუალება ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის მეკარე „სიტის“ საკუთრებაა. მან გასული სეზონი ასევე იჯარის წესით იტალიურ „ტორინოში“ ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები