კოვაჩიჩს „ინტერში“ დარჩენა სურს
Aa
Aa

კოვაჩიჩს „ინტერში“ დარჩენა სურს

უკანასკნელ პერიოდში, „ინტერის“ ხორვატ ნახევარმცველ, მატეო კოვაჩიჩს და ინგლისურ „ლივერპულს“ ერთმანეთს ხშირად უკავშირებენ. ამ თემას, თავად 21 წლის ფეხბურთელი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი სურვილი, კარიერის მილანურ კლუბში გაგრძელებაა.

„იანვარში, „ინტერთან“ კონტრაქტი 2019 წლამდე გავახანგრძლივე და მის ამოწურვამდე მილანურ კლუბში დარჩენა მსურს. „ნერიაძურიში“ თამაში რომ არ მდომოდა, ამას რათქმაუნდა არ გავაკეთებდი. ამ მომენტში მხოლოდ „ინტერზე“ ვარ ორიენტირებული, თუმცა არასოდეს თქვა არასოდეს“ - განაცხადა მატეო კოვაჩიჩმა

გასულ სეზონში, კოვაჩიჩმა „ინტერის“ მაისურით 35 მატჩი ჩაატარა და 5 ბურთის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები