ოფიციალურად: ბილია
Aa
Aa

ოფიციალურად: ბილია "მილანში" ითამაშებს!

რომის "ლაციოს" კაპიტანი ლუკას ბილია "მილანის" რიგებს შეუერთდება.

"როსონერიმ" არგენტინელის ტრანსფერი 17 მილიონ ევროდ შეათანხმა, რასაც 3 მილიონის ბონუსებიც დაემატება.

"დიდი მადლობა "ლაციოს" თითოეულ წევრსა და მის გულშემატკივრებს. აქ გატარებული პერიოდი ყოველთვის კარგად გამახსენდება.

"მილანი" არის სპორტული არჩევანი და პირადი ინტერესით მიღებული გადაწყვეტილება, რომელზე საუბარიც არ მსურს". - დაემშვიდობა ყოფილ კლუბს 31 წლის ნახევარმცველი.

ამრიგად, ბილია ამ ზაფხულს "მილანის" მე-8 ხმაურიანი შენაძენი გახდება. ლომბარდიელებმა უკვე დაიმატეს: ფრანკ კესიე, რიკარდო როდრიგესი, მატეო მუსაჩიო, ანდრე სილვა, ჰაქან ჩალხანოღლუ, ანდრეა კონტი და ფაბიო ბორინი. ბილიას ტრანსფერის ჩათვლით, ამ გარიგებებში ჯამურად დაახლოებით 140 მილიონი ევრო დაიხარჯა.

ლეონარდო ბონუჩის "სან სიროზე" გადასვლაც დროის ამბავია. როგორც პრაქტიკულად ყველა იტალიური გამოცემა წერს, "შავ-წითლებს" "იუვეს" სტოპერის ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაუჯდებათ, ხოლო ის ახალ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები